რუსეთის ეკლესიის მრევლი ათონის მთაზე ლოცვას ვეღარ შეძლებს – მოსკოვი

რუსეთის საპატრიარქოს გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი ათონის მთაზე ლოცვას ვეღარ შეძლებს. ეს უკანასკნელი რუსეთის ეკლესიის მხრიდან კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსთან კავშირის გაწყვეტას უკავშირდება.

როგორც Echo Msk წერს, ზემოხსენებული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის საპატრიარქოს პრესმდივანმა, ალექსანდრ ვოლკოვმა განაცხადა და დასძინა, რომ კავშირის აღდგენამდე რუსი მართლმადიდებლები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ვერც ერთი ტაძრის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

15 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, სრულად გაწყვიტოს კავშირი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსთან.

რუსეთის ეკლესიამ ეს გადაწყვეტილება კონსტანტონეპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხში მხარდაჭერის შემდეგ მიიღო. მაშინ, როდესაც რუსეთის ეკლესიას უკვე შეწყვეტილი ჰქონდა მსოფლიო პატრიარქის ლოცვებში მოხსენიება.

ათონის მთა საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულზე მდებარეობს  და ავტონომიის უფლებით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში შედის.

გარეკანი ფოტო: ამბიონი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან