ახალი ამბები

ზედამხედველობის სამსახურს მუნიციპალური ინსპექცია ჩაანაცვლებს

16 ოქტომბერი, 2018 • 6403
ზედამხედველობის სამსახურს მუნიციპალური ინსპექცია ჩაანაცვლებს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 16 ოქტომბერს მუნიციპალური ინსპექციის სამსახური წარადგინა. როგორც მან განაცხადა, მუნიციპალური ინსპექცია ზედამხედველობის სამსახურის განახლების შედეგად შეიქმნა.

კალაძის განმარტებით, მუნიციპალური ინსპექციის მოვალეობებში შევა ისეთი სფეროები, როგორიცაა: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე მიმდინარე სამუშაოების კონტროლი, უნებართვო მშენებლობების კონტროლი, სანებართვო პირობების დარღვევების გამოვლენა, სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსლუატაციაში მიღება და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა.

გარდა ამისა, სამსახური გააკონტროლებს უნებართვო გარევაჭრობას, დასუფთავების წესების დაცვას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას, რეკლამის წესების აღსრულებას და ხმაურის ნორმების გადაჭარბების აღკვეთას.

“ყველაფერი ეს საჭიროა დედაქალაქის იერსახის მოსაწესრიგბლად, ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად, უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დასაცავად”, – ამბობს კალაძე.

როგორც კალაძე განმარტავს, თუ ზედამხედველობის სამსახურში მანამდე 147 თანამშრომელი მუშაობდა, ახლა მათი რიცხვი გაორმაგდა. გარდა ამისა, თანამშრომლებს გაეზარდათ ტექნიკური აღჭურვილობა , ხოლო მათი ავტოპარკი განახლდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი