ახალი ამბები

ვიდეო ▶ რატომ მიიტანეს მთავრობის კანცელარიასთან ნაგვის ურნები

16 ოქტომბერი, 2018 • 2525
ვიდეო ▶ რატომ მიიტანეს მთავრობის კანცელარიასთან ნაგვის ურნები

მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია” მთავრობის კანცელარიასთან ამ დროისთვის საპროტესტო აქციას მართავს, სადაც ნაგვის ურნები მიიტანეს, წარწერებით: ჩინოვნიკი ყარს! აქ *ლე არავინ არ არის! და ა.შ.

აქციის მონაწილეები 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებისთვის გორის მერის გადადგომას და აქტივისტ გიგა მაქარაშვილისთვის ნაგვის ურნის თავზე დამხობისთვის გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსის დასჯას მოითხოვენ.

სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელმაც სხვა აქტივისტებთან ერთად გორის მერიასთან 10 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გამართა, თავზე ნაგვით სავსე სათლი მერიის მაღალჩინოსანმა დაამხო. აქციის მონაწილეებმა გორში ქალაქის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადების გასაპროტესტებლად გორის მერიის წინ ნაკელი და ხორბალი დაყარეს.

გიგა მაქარაშვილის თქმით, ამით თავზარაშვილის განცხადება გააპროტესტეს, სადაც მან საქართველო დაადანაშაულა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში.

“ჩვენ მისგან გამოსვლას და ბოდიშის მოხდას ვითხოვდით. აქცია რომ დასრულდა, ჩვენ მიერ დაყრილ ხორბალსა და ფუნას ვაგროვებდით, რა დროს უკნიდან მომეპარა მერიის თანამშრომელი და ხორბალი თავზე ჩამომამხო”, – უთხრა მაქარაშვილმა ნეტგაზეთს.

აქტივისტის განმარტებით, ინციდენტის დროს იქვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც რეაგირება დაუყონებლივ მოახდინეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს გამოსაკითხათ. უცნობია, გამოიკითხა თუ არა გორის მერიის თანამშრომელი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კაცი, რომელმაც გიგია მაქარაშვილს ნაგავი დააყარა, გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი თემურ მანველიშვილია.

გორის მერიაში ნეტგაზეთს 11 ოქტომბერს განუცხადეს, რომ მათ გამოძიების დასრულებამდე რეაგირება არ ექნებათ ინციდენტზე, რა დროსაც თემურ მანველაშვილმა აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო.

მასალების გადაბეჭდვის წესი