ახალი ამბები

გრიგოლ ვაშაძის პლაკატებს КГБ გადააწერეს

16 ოქტომბერი, 2018 • 4039
გრიგოლ ვაშაძის პლაკატებს КГБ გადააწერეს

ოპოზიციური გაერთიანების – “ძალა ერთობაშია” – კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო პლაკატებს წითელი საღებავით “КГБ” გადააწერეს.

“ნეტგაზეთმა” ასეთი პლაკატები თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გადაიღო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები საქართველოს მასშტაბით რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი პარტიის ოფისში განცხადებას დღეს, 16 ოქტომბერს გააკეთებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

“ძალა ერთობაშია” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს.

ფოტო: “ნეტგაზეთი”/მიხეილ გვაძაბია

მასალების გადაბეჭდვის წესი