ახალი ამბები

რუსეთის ეკლესია სრულად წყვეტს კავშირს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან

15 ოქტომბერი, 2018 • 11279
რუსეთის ეკლესია სრულად წყვეტს კავშირს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან

15 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, სრულად გაწყვიტოს კავშირი კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოსთან.

სინოდის წევრების განცხადებით, “შეუძლებელია, გაგრძელდეს მათი ევქარისტული ურთიერთობა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან”.

რუსეთის ეკლესიამ ეს გადაწყვეტილება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხში მხარდაჭერის შემდეგ მიიღო. რუსეთის ეკლესიას უკვე შეწყვეტილი ჰქონდა მსოფლიო პატრიარქის ლოცვებში მოხსენიება.

კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიას მისანიჭებლად შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო.


კონსტანტინოპოლის ეკუმენური საპატრიარქოს სინოდმა უკრაინასთან დაკავშირებით სხვა არაერთი საინტერესო გადაწყვეტილებაც მიიღო. სინოდმა დააკმაყოფილა კიევის პატრიარქ ფილარეტისა და უკრაინის კიდევ ერთი ავტონომიური ეკლესიის მეთაურის განცხადებები მათთვის კანონიკური სტატუსის აღდგენის შესახებ.

მსოფლიო საპატრიარქოს კიდევ ერთი გადაწყვეტილების თანახმად, უქმდება 1686 წელს “გარემოებებიდან გამომდინარე” მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსკოვის საპატრიარქოს ნება დართეს, კიევის სამიტროპოლია საკუთარ დაქვემდებარებაში მოექცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი