საქსტატი: 2017 წელს ქორწინების რაოდენობა შემცირდა, განქორწინებების კი გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების ამსახველ 2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს. სტატისტიკა 2017 წლის საანგარიშო პერიოდს მოიცავს.

დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, რეგისტრირებული ქორწინებების რიცხვი შემციდა, განქორწინებები კი გაიზარდა.

კერძოდ, 2016 წელს ქვეყნის მასშტაბით 25 101 ქორწინება დარეგისტრირდა,  აქედან 14 961 ქალაქის ტიპის დასახლებაში, 10 140 კი – სოფლად. 2017 წელს კი საქართველოს მასშტაბით 23 684 ქორწინება დარეგისტრირდა,  14 342 ქალაქად, 9 342 კი – სოფლად.

რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობა შემცირდა თბილისშიც. 2016 წელს დედაქალაქში 7 304 ქორწინება დარეგისტრირდა, 2017 წელს კი – 6 984

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს გაიზარდა განქორწინებების რაოდენობა. 2016 წელს ქვეყნის მასშტაბით 9 539 განქორწინება აღირიცხა, 2017 წლის სტატისტიკით კი მათი რიცხვი არის 10 222, მათ შორის, 7 053 ქალაქის ტიპის დასახლებაში, 3 169 კი – სოფლად.

თბილისში, 2016 წლის სტატისტიკის მიხედვით, 3 688 წყვილი განქორწინდა, 2017 წელს კი  – 3 731.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.