ახალი ამბები

“ერაზმუს პლუსის” ბიუჯეტი საქართველოსთვის 6 მლნ ევროთი გაიზარდა 2019-20 წლებისთვის

15 ოქტომბერი, 2018 • 1923
“ერაზმუს პლუსის” ბიუჯეტი საქართველოსთვის 6 მლნ ევროთი გაიზარდა 2019-20 წლებისთვის

2019-2020 წლებში ევროკავშირის საგანმანათლებლო საგრანტო პროგრამის, Erasmus+, ბიუჯეტი სპეციალურად საქართველოსთვის 6 მილიონი ევროთი გაიზარდა.

Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს. პროგრამის დახმარებით არაერთ ქართველ სტუდენტს მიუღია განათლება საზღვარგარეთ.

6 მილიონი ევრო გადანაწილდება სამი მიმართულებით, შემდეგ პროგრამებზე:

  1. ჟან მონე (Jean Monnet — ნახევარი მილიონი ევრო),
  2. უმაღლესი განათლების შესაძლებლობების გავრცობა-განვითარება (CBHE – 2.5 მილიონი ევრო)
  3. ინდივიდუალური სასწავლო მობილობა (ICM — 3.5 მილიონი ევრო).

ერასმუსის საიტის თანახმად, ჟან მონეს პროგრამა კვლევებისა და სწავლების განვითარებით ხელს უწყობს ევროკავშირის კვლევების მიმართულების გაუმჯობესებას მსოფლიოს მაშტაბით;

CBHE (Capacity Building in the Field of Higher Education) პროგრამა მხარს უჭერს უმაღლესი განათლების მოდერნიზაციას, ხელმისაწვდომობას და ინტერნაციონალიზაციას პარტნიორ (ევროპის) ქვეყნებში.

მოკლევადიანი (3–12 თვე) გაცვლითი პროგრამა — ინდივიდუალური სასწავლო მობილობა (International Credit Mobility) კი ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტის სტატუსის მქონე პირებისათვისაა განკუთვნილი. პროგრამის წინაპირობაა საქართველოს და ევროპის უნივერსიტეტებს შორის საპარტნიორო ხელშეკრულების არსებობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი