ახალი ამბები

ინგუშეთში Amnesty-ის მკვლევარი გაიტაცეს, სცემეს და დაემუქრნენ

15 ოქტომბერი, 2018 • 1972
ინგუშეთში Amnesty-ის მკვლევარი გაიტაცეს, სცემეს და დაემუქრნენ

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის მკვლევარი, რომელიც ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში საპროტესტო დემონსტრაციებზე დამკვირველად გაუშვეს, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებმა გაიტაცეს, სცემეს და დაემუქრნენ.

ოლეგ კოზლოვკი, რუსეთის მოქალაქე, რომელიც “ამნესტის” მკვლევრად მუშაობს, 5 ოქტომბერს ჩავიდა მაგასში სასაზღვრო შეთანხმების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციებზე დასაკვირვებლად. 6 ოქტომბერს იგი გაიტყუეს ადამიანებმა, რომლებმაც აქციების ორგანიზატორების წარმომადგენლებად გაასაღეს თავი, ქალაქგარეთ გაიყვანეს, გააშიშვლეს, დაემუქრნენ, სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

“იარაღი ჰქონდათ ჩემთვის თავზე მობჯენილი და მეუბნებოდნენ, რომ მომკლავდნენ. თქვეს, რომ ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრის [უსაფრთხოების სპეციალური სამსახური] ოფიცრები იყვნენ. მომთხოვეს ინგუშეთში ჩემი კონტაქტების სახელები და ჩემი ცოლის და ბავშვების მკვლელობით დამემუქნრნენ”,- ამბობს კოზლოვსკი.

“თუმცა მე ვერ დამაშინებენ. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ იცოდეს იმ რისკების შესახებ, რასაც ადამიანის უფლებათა დამცველები და აქტივისტები აწყდებიან რუსეთში”, -ამბობს იგი.

მას შემდეგ, რაც უარი მიიღეს ინფორმაციის გაცემაზე, გამტაცებლებმა ჩამოართვეს ტელეფონი და კამერა, ჩრდილოეთ ოსეთში გადაიყვანეს და იქაურ აეროპორტთან გაუშვეს. ამის შემდეგ კი ერთ-ერთმა გამტაცებელმა გააფრთხილა: “არასოდეს დაბრუნდე და არ დაწერო სიბინძურეები ინგუშეთზე”.

“ამნესტის” აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ხელმძღვანელი ხელისუფლბლას მოუწოდებს, ამ “ლაჩრულ თავდასხმაზე” პასუხისმგებელი პირები სწრაფად იპოვონ და პასუხისგებაში მისცენ.

ინგუშეთში თითქმის ორი კვირაა, რაც მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ჩეჩნეთთან სასაზღვრო შეთანხმების დადების გამო. წაიკითხეთ ამ პროცესების შესახებ ნეტგაზეთზე:

“უპრეცედენტო აქციები ჩრდილოეთ კავკასიაში” — რა ხდება ინგუშეთში?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი