სალომე ზურაბიშვილი: სიძულვილის ენა ჩემთვის უცხოა

“ჩემგან არავის მოუსმენია სიძულვილის არც ერთი სიტყვა, შეიძლება დღეს ან წარსულში პოლიტიკური კრიტიკისთვის მიმიმართავს, მაგრამ ეს ბუნებრივია დააზრთა სხვადასხვაობისთვის აუცილებელიც არის, “– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დუშეთში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, სიძულვილის ენა მისთვის უცხოა:

“ამ კუთხით მე ვარ ნამდვილი ქართველი, რადგან ქართული კულტურა ზრდილობით იწყება. ეს ყველას, პირველ რიგში, პრეზიდენტის ვალდებულებაა, რომ ახალგაზრდებს მაგალითი მივცეთ, როგორ უნდა განვეწყოთ ერთმანეთისადმი, თუ გვსურს ქვეყნის გაძლიერება და გაერთიანება. ამის გარეშე ვერ შევძლებთ ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებას.

გამთლიანებაზე ლაპარაკი ზედმეტია თუ ვერ შევთანხმდებით, რომ ერთმანეთი არ ვლანძღოთ, სულიერადარ ვკლათ. მე ვიქნები ყველა მოქალაქის და არა რომელიმე ჯგუფის პრეზიდენტი. სხვა თანამედროვე და ცივილური ფორმა ქვეყნის მართვისა არ არსებობს, თუ მისსათავეში არ არის ადამიანი, რომელიც ამის მაგალითის მომცემი შეიძლება იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი