ახალი ამბები

ამბროლაურში ყაჩაღობის ბრალდებით პოლიციამ 1 პირი დააკავა

14 ოქტომბერი, 2018 • 1350
ამბროლაურში ყაჩაღობის ბრალდებით პოლიციამ 1 პირი დააკავა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ 1990 წელს დაბადებული პირი ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ამბროლაურში ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტოგასამართი სადგური და მაღაზია დააყაჩაღა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

“პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ს 179 – ყაჩაღობის მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი