ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნალბანდიანი: სომხეთმა საბაჟო კავშირში შესასვლელად თითქმის ყველა პუნქტი შეასრულა

22 აპრილი, 2014 • • 1403
ნალბანდიანი: სომხეთმა საბაჟო კავშირში შესასვლელად თითქმის ყველა პუნქტი შეასრულა

მისი განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა მინსკში 29 აპრილის სამიტამდე კარგი შესაძლებლობა იყო რიგი ნაბიჯების განსახილველად, რომელთაც სომხეთი საბაჟო კავშირში გასაწევრიანებლად დგამს. ამის შესახებ ინფორამაციას სომხეთის საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს. 

ედუარდ ნალბანდიანი, ფოტო: persons.am
ედუარდ ნალბანდიანი, ფოტო: persons.am

შეგახსენებთ, 29 აპრილს სომხეთი საბაჟო კავშირში გაწევრიანების შეთანხმებას ხელს მოაწერს


ხელმოწერის ცერემონია უმაღლესი ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე შედგება, რომელიც ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართება და მას ქვეყნების უმაღლესი პირები დაესწრებიან. 

 

სომხეთმა 2013 წლის სექტემებრში განაცხადა, რომ აპირებს საბაჟო კავშირში გაწევრიანებას და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფორმირებაში მონაწილეობის მიღებას. სამოქმედო გეგმას კი სომხეთმა 2013 წლის 24 დეკემბერს მოაწერა ხელი.

 

ევრაზიის საბაჟო კავშირში რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსია გაწევრიანებული. კავშირი 2010 წლიდან ფუნქციონირებს.  საბაჟო კავშირის მიზანია, მოკავშირე ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობები გამარტივდეს და  საბაჟო განაკვეთებისაგან გათავისუფლდეს. 2012 წლის 1 იანვრიდან ევრაზიის საბაჟო კავშირის ეგიდით ამოქმედდა ერთიანი ეკონომიკური სივრცე, რომელიც კავშირის წევრ ქვეყნებზე ვრცელდება.

 

სომხეთი, ასევე, არის ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილე, თუმცა ევრაზიული არჩევანის გამო მას შესაძლოა ვეღარ გააფორმოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება.


მასალების გადაბეჭდვის წესი