ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ტრუდოს სომხეთის დროშის ფერებში წინდები აჩუქეს

13 ოქტომბერი, 2018 • 5329
ტრუდოს სომხეთის დროშის ფერებში წინდები აჩუქეს

სომხეთში ფრანკონფონიის სამიტის ფარგლებში მყოფ კანადის პრემიერს, ჯასტინ ტრუდოს სომხურმა დიზაინერულმა კომპანია Braind -მა სომხეთის დროშის ფერებში წინდები დაუმზადა.

საჩუქარი ტრუდოს სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა გადასცა. ასეთივე წინდა დიზაინერული კომპანიისგან ნიკოლ ფაშინიანსაც ერგო.

ჯასტინ ტრუდო და ნიკო ფაშინიანი წინდებით სომხეთის დროშის ფერებში

იზაინერული კომპანიის არტ-დირექტორის, ედუარდ კანკანიანის თქმით, იდეა ჯერ კიდევ გაზაფხულზე მოუვიდა, როდესაც მედია კვლავ ტრუდოს მიერ წინდების უჩვეულო არჩევანზე ალაპარაკდა. როგორც კანკანიანი ამბობს, როდესაც ტრუდოს სომხეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, გადაწყვიტეს, წყვილი წინდა მისთვის სპეციალური დიზაინით დაემზადებინათ.

 

ფოტო: სომხეთის პრემიერ-მინისტრის ფეისბუკის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი