ახალი ამბებირეკლამა

„ვისოლი“ ახალ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს – “იმოგზაურე ნარჩენების გარეშე”

12 ოქტომბერი, 2018 • 3079
„ვისოლი“ ახალ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს – “იმოგზაურე ნარჩენების გარეშე”

„ვისოლი“ გარემოსდაცვით ორგანიზაცია CENN -თან ერთად ახალ გარემოსდაცვით კამპანიას  – “იმოგზაურე ნარჩენების გარეშე” იწყებს და მძღოლების მიერ მგზავრობისას ავტომობილიდან  ნასროლი ნარჩენების დასუფთავების აქციით მოუწოდებს საზოგადოებას გაუფრთხილდნენ გარემოს. ცენტრალური ავტობანის გორის მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსთან არსებული ტერიტორიის დასუფთავებაში „ვისოლის“ თანამშრომლებთან ერთად, CENN -ის მოხალისეები და გორის უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

„ვისოლის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა. დღევანდელი აქციით გვსურს მგზავრებს მოვუწოდოთ არ დაანაგვიანონ გარემო და გაუფრთხილდნენ იმ მდიდარ ბუნებრივ რესურსებს რაც საქართველოს აქვს. მგზავრობისას გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამსუბუქებლად უახლესი ევროპული სტანდარტის საწვავის იმპორტის გარდა, „ვისოლი“ ეკო მეგობრული ავტოტრანსპორტის  პოპულარიზაციასაც ახდებს და საქართველოში ელეტრომობილების დამტენი სადგურების ქსელს ავითარებს.“ აცხადებს ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

დასუფთავების აქციები კამპანია “იმოგზაურე ნარჩენების გარეშე” გაგრძელდება ცენტრალური ავტომაგისტრალის  გასწვრივ და ეცდება იმოქმედოს მძღოლთა სამოგზაურო ქცევაზე, რომ ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი