ახალი ამბები

აშშ-ში შუალედურ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე Facebook-მა ასობით ანგარიში და გვერდი წაშალა

12 ოქტომბერი, 2018 • 1839
აშშ-ში შუალედურ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე Facebook-მა ასობით ანგარიში და გვერდი წაშალა

აშშ-ში შუალედურ არჩევნებმდე ერთი კვირით ადრე Facebook-მა 800 გვერდი და ასობით ანგარიში გააუქმა. კომპანიის განცხადებით, წაშლილი ანგარიშები “სპამისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის წინააღმდეგ” Facebook-ის წესებს არღვევდნენ.

როგორც CNN წერს, კომპანიამ თქვა, რომ აღნიშნული ანგარიშები სპამის მეთოდით ავრცელებდნენ სენსაციური პოლიტიკურ კონტენტს, რათა დიდი აუდიტირია მიეზიდათ.

თუმცა Facebook-მა არ უპასუხა  CNN-ის კითხვას, წაშლილ ანგარიშებს შორის პოლიტიკური დანიშნულების ანგარიშები იყო, თუ ისინი პოლიტიკურ მესიჯებს იყენებდნენ კლიკებისა და ჩართულობის (engagement) გასაზრდელად. კომპანიის სპიკერმა თქვა, რომ მათ “ქცევის წესების დარღვევაზე მოახდინეს რეაგირება და არა –კონტენტის”.
Facebook-ის წესების მიხედვით, კონტენტის გავრცელებული წესების დარღვევა მოიცავს ყალბი ანგარიშების გამოყენებას, ჩართულობის (engagement) ხელოვნურად გაზრდას და ა.შ.
როგორც კომპანიის სპიკერმა განაცხადა, ერთ-ერთი წაშლილი გვერდი “მემარჯვენე ფრთის ახალი ამბები” იყო და მის დანიშნულებას მსგავსი ამბების გავრცელება წარმოადგენდა. გვერდს 3 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავდა. მეორე გვერდი კი, რომელსაც 800 000 მოწონება ჰქონდა, მემარცხენეების ამბებს ავრცელებდა.
აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები, მათ შორის, რუსეთი, ფეისბუკის მომხარებლებზე დეზინფორმაციის გავრცელების გზით მანიპულირებდნენ, რათა არჩევნებზე სასურველი შედეგისთვის მიეღწიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი