ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი საბაჟო კავშირში შესაძლოა მოლაპარაკებების დასრულებამდე გაწევრიანდეს

18 აპრილი, 2014 • • 1404
სომხეთი საბაჟო კავშირში შესაძლოა მოლაპარაკებების დასრულებამდე გაწევრიანდეს

ხელმოწერის ცერემონია უმაღლესი ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე შედგება, რომელიც ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართება და მას ქვეყნების უმაღლესი პირები დაესწრებიან. 

 

“ხელმოწერის ზუსტი თარიღი უკვე ცნობილია, თუმცა მოლაპარაკებების საბოლოო შედეგები 28 აპრილს გახდება ცნობილი, მაგრამ დღესდღეობით არ შეგვიძლია იმის თქმა, ხელმოწერამდე დასრულდება თუ არა აღნიშნული მოლაპარაკებები. ვიმედოვნებთ, დასრულდება,”- განაცხადა ავანესიანმა. 

 
კითხვაზე, როგორ შეიძლება შეთახმებას მოლაპარაკებების დასრულებამდე მოეწეროს ხელი, ავანესიანი პასუხობს, რომ ეს ნორმალური და მიღებული პრაქტიკაა. მისი განცხადებით, ამ დროისთვის შეუთანხმებელი რამდენიმე საკითხი რჩება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი. 
 

სომხეთმა 2013 წლის სექტემებრში განაცხადა, რომ აპირებს საბაჟო კავშირში გაწევრიანებას და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფორმირებაში მონაწილეობის მიღებას. სამოქმედო გეგმას კი სომხეთმა 2013 წლის 24 დეკემბერს მოაწერა ხელი.
 

ევრაზიის საბაჟო კავშირში რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსია გაწევრიანებული. კავშირი 2010 წლიდან ფუნქციონირებს.  საბაჟო კავშირის მიზანია, მოკავშირე ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობები გამარტივდეს და  საბაჟო განაკვეთებისაგან გათავისუფლდეს. 2012 წლის 1 იანვრიდან ევრაზიის საბაჟო კავშირის ეგიდით ამოქმედდა ერთიანი ეკონომიკური სივრცე, რომელიც კავშირის წევრ ქვეყნებზე ვრცელდება.


სომხეთი, ასევე, არის ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილე, თუმცა ევრაზიული არჩევანის გამო მან შესაძლოა ვეღარ გააფორმოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება.
 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი