ახალი ამბები

მსოფლიო საპატრიარქომ ფილარეტს ანათემა მოხსნა და კანონიკური სტატუსი აღუდგინა – მედია

11 ოქტომბერი, 2018 • 6345
მსოფლიო საპატრიარქომ ფილარეტს ანათემა მოხსნა და კანონიკური სტატუსი აღუდგინა – მედია

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა  ფილარეტს კანონიკური სტატუსი აღუდგინა. როგორც უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, კიევის საპატრიარქოს მეთაურს ანათემა მოეხსნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს  ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უკრაინული მედიის თქმით, სინოდის გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.

ფილარეტი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 1997 წელს გადასცა ანათემაზე.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ფილარეტთან ერთად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ანათემა უკრაინის  ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურსაც მოუხსნა. ორივე მათგანმა კანონიკური სტატუსის აღდგენის თხოვნით ეკუმენურ საპატრიარქოს თავად მიმართა.

მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა უკრაინული მედიის ცნობით მიიღო, 1686 წელს რუსეთის ეკლესიის მიერ კიევის ეკლესიის ანექსიის აღიარებაა.

უკრაინაში ამჟამად სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეკლესია მოქმედებს:

  • კიევის საპატრიარქო, რომელსაც პატრიარქი ფილარეტი განაგებს და მოსკოვის „ხელისუფლებას“ არ ცნობს.
  • კიდევ ერთი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვს ექვემდებარება და რუსეთისადმი ლოიალობით გამოირჩევა.
  • მესამე კი უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაა: ის 1921 წელს მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად დაფუძნდა, რიგი პრობლემების შემდეგ კი, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას აღდგა.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

უკრაინის ავტოკეფალია – ტესტი ქართული ეკლესიისთვის

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი