ახალი ამბები

გალავნის შელესვის გამო, სიღნაღის მერია და კომპანია “ინსტალ +” 12 000-12 000 ლარით დაჯარიმდნენ

11 ოქტომბერი, 2018 • 1969
გალავნის შელესვის გამო, სიღნაღის მერია და კომპანია “ინსტალ +”  12 000-12 000 ლარით დაჯარიმდნენ

სიღნაღის ისტორიულ გალავანზე უნებართვოდ ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების გამო სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია და ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ინსტალ +” თითოეული 12 000 ლარით დაჯარიმდა.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი სიღნაღის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია დაჯარიმდა იმის გამო, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოები სააგენტოსთან არ შეათანხმა. რაც შეეხება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიის პასუხისმგებლობის მიზეზს, სააგენტოს ინფორმაციით, “ინსტალ +”-მა თაღოვანი კარიბჭის მარჯვენა სეგმენტი მერიის პროექტიდან გადახვევით, უნებართოდ შელესა.

გარდა ამისა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას ძეგლის პირველადი იერსახის აღსადგენად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტის შემუშავების მიზნით 6-თვიანი ვადა განესაზღვრა.

სიღნაღის ისტორიულ გალავანზე მიმდინარე სამუშაოების შედეგად კულტურული მემკვიდრეობის იერსახე დამახინჯდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი