ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის საგარეო უწყება ჟირინოვსკის განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს

18 აპრილი, 2014 • • 1371
აფხაზეთის საგარეო უწყება ჟირინოვსკის განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს

“ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ბატონმა ჟირინოვსკიმ თავს უფლება მისცა აფხაზეთთან დაკავშირებით ისეთი გამონათქვამები გამოეყენებინა, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც უსაფუძვლო და არანაირი არგუმენტებით გამყარებული. მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ მის მსგავს გამოსვლებს წარსულშიც ჰქონდა ადგილი. მის სინდისზე ვტოვებთ ამ უსაზღვროდ ემოციურ განცხადებას, რომელიც არა პოლიტიკურ, არამედ პროფესიულ შეფასებას საჭიროებს. დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს არანაირად არ იქონიებს გავლენას აფხაზეთსა და რუსეთს შორის ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სტრატეგიულ პარტნიორობაზე,”- წერია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

16 აპრილს ტელეკომპანია “როსია 1”-ის [«Россия 1»] გადაცემაში “ვოსკრესნი ვეჩერ” [“Воскресный вечер”] ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა:


“ჩვენ თითქოს დავიცავით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და რა მივიღეთ? ტოტალური კორუფცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ჩვენი ბიუჯეტიდან ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვინახავთ, რუსი ხალხის ხარჯზე. რად გვინდა ჩვენ ეს? ან მთელი საქართველო უნდა აიღო, ან ეშმაკსაც წაუღია ყველა,”- განაცხადა ჟირინივსკიმ, რომელსაც წამყვანმა ვლადიმერ სოლოვიოვმა საუბარი შეაწყვეტინა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი