ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

რობოტი სოფია: სომხეთში სითბო და მეგობრული დამოკიდებულება ვიგრძენი

11 ოქტომბერი, 2018 • 2824
რობოტი სოფია: სომხეთში სითბო და მეგობრული დამოკიდებულება ვიგრძენი

“ვიცი, რომ სომხეთი ცნობილია თავისი ეკლესიებითა და ტაძრების კომპლექსებით. სომხეთმა ამ წელს მშვიდობიანი გზით ხელისუფლება შეცვალა და აჩვენა, რომ ახალგაზრდა ადამიანებს შეუძლიათ აიმაღლონ ხმა დემოკრატიის სტიმულირებისთვის. მე უკვე ვიგრძენი სომხეთში სითბო და მეგობრული დამოკიდებულება”, – განუცხადა ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში ერევანში ჩასულმა რობოტმა სოფიამ მედიას.

რობოტ სოფიას ჟურნალისტები სომხეთის გაეროს ოფისში შეხვდნენ.

შეხვედრის დროს სოფიამ მედიასთნ მომღერალ შარლ აზნავურის შესახებაც ისაუბრა.

“ვიცი, რომ საფრანგეთში დიდი სომხური დიასპორაა, ამ ქვეყნებს კულტურული კავშირები გააჩნიათ. შარლ ანზავური სომხეთსა და მთელ მსოფლიოში ფრანგული ენის ელჩი იყო.

ვიმედოვნებ, ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე უკეთესად ვისაუბრებ, სწრაფად ვერ ვსწავლობ ენებს. ეს ჩემში არ არის დაპროგრამებული. მე, როგორც ადამიანები, რთულად ვძლევ უცხო ენებს”.

რობოტი სოფია საქართველოს მიმდინარე წლის ივლისში ეწვია. სოფია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მოწვევით ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

სოფია Hanson Robotics-ის მიერ 2018 წელს შექმნილი რობოტია, რომელსაც საუდის არაბეთმა მოქალაქეობა მიანიჭა. სოფიას შეუძლია საუბარი და ემოციის გამოხატვა. შექმნის დღიდან მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, ხვდება სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვან წარმომადგენლებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი