ახალი ამბები

რამდენია განათლების სფეროს მუშაკთა საშუალო ხელფასი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

11 ოქტომბერი, 2018 • 3125
რამდენია განათლების სფეროს მუშაკთა საშუალო ხელფასი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

Настоящее Время 2018 წელს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში განათლების სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურების ამსახველ სტატისტიკას ავრცელებს.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მაღალი ანაზღაურება განათლების სფეროში დასაქმებულებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში აქვთ. ყველაზე დაბალ ანაზღაურებას კი ამ სფეროში დასაქმებულები ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში იღებენ.

ამ სტატისტიკის მიხედვით, საქართველო განათლების სფეროში დასაქმებულთა ანაზღაურების კუთხით ბოლოდან მე-5 ადგილზეა, სადაც საშუალო თვიური ხელფასი ამ სფეროს მუშაკთათვის 227 აშშ დოლარს შეადგენს.

მონაცემები ამ ქვეყნებში მოქმედ სტატისტიკის ოფიციალურ სამსახურებს ეყრდნობა.


Настоящее Время –  “რადიო თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” ერთობლივი პროექტია. მისი რედაქცია პრაღაში მდებარეობს, ჟურნალისტები კი ჰყავთ რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში ყირგიზეთსა და სხვა ქვეყნებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი