ახალი ამბებიგართობა

Netflix-მა “მხედვარის” ეკრანიზაციისთვის მსახიობების შემადგენლობა გაასაჯაროა

11 ოქტომბერი, 2018 • 2776
Netflix-მა “მხედვარის” ეკრანიზაციისთვის მსახიობების შემადგენლობა გაასაჯაროა

გერალტ რივერიელის როლზე ჰენრი კავილის დამტკიცების შემდეგ, Netflix-მა “მხედვარის” ახალი ეკრანიზაციის სხვა პერსონაჟების სამსახიობო შემადგენლობაც გაასაჯაროა.

ჰენრი კავილთან ერთად Netflix-ის “მხედვარში” მთავარ როლებს ფრეია ალენი და ანია შალოტრა შეასრულებენ. Hollywood Reporter-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფრეია ცინტრას პრინცესის, ცირის როლს შეასრულებს. ანია შალოტრა კი  გერალტის პარტნიორის, იენიფერის როლზე დაამტკიცეს.

ცირისა და იენიფერის გარდა “მხედვარის” ეკრანიზაციაში ცირის ბებიის, ცინტრას დედოფალი კალანტეს როლს ჯოდი მეი შეასრულებს, მისი ქმრის როლში კი ბიორნ ჰინურ ჰარალდსონი იქნება. კალანტეს მრჩეველ დრუიდს ადამ ლევი განასახიერებს.

სერიალში ასევე ვიხილავთ არეტუზას მაგიის აკადეემის ხელმღვანელს, რომლის როლზეც მაიანა ბერინგი დაამტკიცეს. პრინცესა რენფრის  მილი ბრეიდი განასახიერებს, მიმი ენდიუეინი და თერიკა ვილსონ-რიდი კი ჯადოქრების როლებზე დამტკიცდნენ.

“მხედვარი” პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვსკის ფენტეზი ჟანრის წიგნების სერიაა, რომლის პირველი მოთხრობა 1986 წელს დაიბეჭდა, ბოლო წიგნი კი 2013 წელს გამოიცა.

სიუჟეტი სამყაროში ვითარდება, სადაც მაგიის გამოჩენამ კარიბჭე ურჩხულებსაც გაუხსნა. ადამიანების დასაცავად კი მხედვარის პროფესია შეიქმნა. სწორედ ურჩხულებთან მებრძოლ ლეგენრარულ გერალტ რივერიელს განასახიერებს Netflix-ის სერიალში სუპერმენის ვარსკვლავი ჰენრი კავილი.

წიგნებს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა პოლონური კომპანიის, CD Projekt Red-ის ამავე სახელწოდების ვიდეოთამაშებმა.

2017 წლის ბოლოსთვის მსოფლიოს მასშტაბით სამივე თამაშის 33 მილიონზე მეტი ეგზემპლარი იყო გაყიდული. Witcher 3: Wild hunt კი, რომელიც 2015 წელს გამოვიდა, 2016 წლის ბოლოსთვის 800-ზე მეტ ჯილდოს ფლობდა.

Netflix-ის მხედვარი წიგნების სერიის მეორე ეკრანიზაცია იქნება. როგორც ცნობილია, სერიალის 8 სეზონს გადაიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი