ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს რკინიგზა ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას

10 ოქტომბერი, 2018 • 1762
საქართველოს რკინიგზა ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას

საქართველოს რკინიგზა განცხადებით ეხმაურება 10 აგვისტოს,  დილით, მეცხრე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან მომხდარ ინციდენტს , რა დროსაც, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მათ ჟურნალიტსა და ოპერატორს სცემეს.

 ,,საქართველოს რკინიგზა“ უღელტეხილის მონაკვეთზე არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის (ზესტაფონი-ხარაგაული, მოლითი-ქვიშხეთი) მოდერნიზაციის პროექტს, რომლის სამშენებლო სამუშაოები სრულდება შპს ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე:

“ხელშეკრულების  მიხედვით სამშენებლო სამუშაოებზე, ასევე შრომით უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კონტრაქტორ ორგანიზაციას. საქართველოს რკინიგზა ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას. ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ხვალ მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მედია ტურზე. უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით, ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ გადაიღონ მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები. ხვალ დილით, 11 საათზე, საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისთან, თამარ მეფის 15-ში ველოდებით ყველა დაინტერესებულ ჟურნალისტს, რათა ერთად გავემგზავროთ ქვიშხეთში და მედიის წარმომადგენლებმა შეძლონ მათთვის საინტერესო კადრების გადაღება და შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება,” – აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, „კურიერი“ რეპორტაჟს ამზადებდა რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე. გადაღების დროს კი კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი