ახალი ამბები

იორმუღანლოში ათობით ცხვარი დაიხოცა, უფრო მეტი მოიწამლა — რუსთავი 2

10 ოქტომბერი, 2018 • 2049
იორმუღანლოში ათობით ცხვარი დაიხოცა, უფრო მეტი მოიწამლა — რუსთავი 2

კახეთის სოფელ იორმუღანლოში ათობით ცხვარი დაიხოცა, უფრო მეტი კი მოიწამლა, ავრცელებს ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი2.

რუსთავი2-ის კადრებში ჩანს დახოცილი ცხვრები.

ტელეკომპანიის ცნობით, დაიხოცა 50-მდე ცხვარი, ხოლო 100-დან 150-მდე — მოიწამლა.

ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

შსს-ში ჯერჯერობით ვერ აზუსტებენ, რამდენი ცხოველია მკვდარი.

მათი ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ტარდება ექსპერტიზა.

ნეტგაზეთი ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას…

მასალების გადაბეჭდვის წესი