ახალგაზრდული ოლიმპიადის მატჩზე ქართველმა კალათბურთელებმა საცობის გამო დაიგვიანეს

ბუენოს აირსესში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილ მატჩზე ქართველმა კალათბურთელებმა საცობების გამო დაიგვიანეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

სამკაცა კალთბურთელთა ნაკრებს შეხვედრა ადგილობრივი დროით 9 საათზე სლოვენიის ნაკრებთან უნდა გაემართა, თუმცა რამდენიმეწუთიან დაგვიანებას გუნდის დისკვალიფიკაცია მოჰყვა:

“სატრანსპორტო საცობი პასუხისმგებლობისგან ვერ გაათავისუფლებს გუნდის მწვრთნელს, ოლიმპიური მისიის და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს,  რომელთა უყურადღებობამ ასეთი სავალალო შედეგი მოიტანა. მიუხედავად საგანგებო ვითარებისა, საქართველოს ნაკრებმა ორსაათნახევრის შემდეგ დანიშნული  მეორე მატჩისთვის შეძლო ძალების მოკრება და დიდი უპირატესობით აჯობა იორდანიის გუნდს  – 21:4” ,- ვკითხულობთ ოლიმპიური კომიტეტის განმარტებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.