ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

EU სომხეთში: რუსეთი თავისი საბაჟო კავშირით ქვეყნებს არჩევანის გაკეთებას აიძულებს

17 აპრილი, 2014 • • 1379
EU სომხეთში: რუსეთი თავისი საბაჟო კავშირით ქვეყნებს არჩევანის გაკეთებას აიძულებს

სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლების თქმით, რუსეთისგან განსხვავებით, პროგრამა “აღმოსავლეთის პარტნიორობა” თავის წევრებს არჩევანის წინაშე არ აყენებს.

 

“რუსეთის ეკონომიკური და სოციალური კავშირები მის მეზობლებთან არ არის საფრთხის ქვეშ, ყოველ შემთხვევაში, ის ევროკავშირიდან არ მომდინარეობს. ევროკავშირი რეგულარულად სთავაზობდა რუსეთს, განეხილა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამა ევროკავშირი-რუსეთის სამიტის ფარგლებში, რითაც მოსკოვი არ იყო დაინტერესებული. რუსეთმა უკვე მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას თავის მეზობლებთან, მათ შორის, უკრანიასთან და სომხეთთან. მათ [ამ ქვეყნებს] ერთდროულად შეუძლიათ ჰქონდეთ შეთახმება როგორც ევროკავშირთან, ასევე, რუსეთთან. ეს რუსეთი, თავისი საბაჟო კავშირით, აიძულებს ქვეყნებს არჩევანის გაკეთებას, რამდენადაც საბაჟო კავშირის წევრს არ შეუძლია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოაწეროს.”  

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პროგრამა “აღმოსავლეთ პარტნიორობა” იყო ჩაფიქრებული იმიტომ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციულ პროცესებს წინააღმდეგობა გაუწიოს.


ფოტო: news.am
ფოტო: news.am

მასალების გადაბეჭდვის წესი