ახალი ამბებიგართობა

Netflix ნარნიას ქრონიკების ადაპტაციას გადაიღებს

10 ოქტომბერი, 2018 • 2196
Netflix ნარნიას ქრონიკების ადაპტაციას გადაიღებს

Netflix-მა “ნარნიას ქრონიკებზე” უფლებები შეისყიდა და მათი ადაპტაციის გადაღებას გეგმავს.

როგორც The Verge  წერს, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ნარნიას შვიდივე წიგნზე უფლებები ერთმა კომპანიამ შეისყიდა.

“ნარნიას ქრონიკები” კ.ს. ლუსის ავტორობით, ფენტეზის ჟანრის საბავშვო წიგნების სერიაა, რომელიც 1950-დან 1956 წლების პერიოდში გამოიცა და არაერთი ჰოლივუდური პროექტის ინსპირაცია გახდა. თუმცა მოთხრობების ბოლო ეკრანიზაცია მხოლოდ ტრილოგიით შემოიფარგლა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გეგმები აქვს Netflix-ს პროექტზე და მის გადაღებას სერიალად გეგმავს, თუ რამდენიმე სრულმეტრაჟიან ფილმს მოამზადებს.

მსოფლიოს გარშემო ნარნიას სამყაროზე  100 მილიონზე მეტი წიგნია გაყიდული, მოთხრობები 47 ენაზეა ნათარგმნი, მათ შორის ქართულადაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი