ახალი ამბები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გაიხსნა

9 ოქტომბერი, 2018 • 2172
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გაიხსნა

ოფიციალური ცერემონიით ფრანფკურტის წიგნის ბაზრობა გაიხსნა. ეს ბაზრობის საიუბილეო, 70-ე ცერემონიაა.

ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიხსნება საქართველოს პავილიონიც. წელს საქართველოს ფრანკფურტის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსი და პავილიონი აქვს. პავილიონზე, რომელიც 180 კვ. მეტრს იკავებს, საქართველო წარდგება Georgia Made by Charactersკონცეფციით.

წიგნის ცენტრის ცნობით, საქართველო წარადგენს ქართული წიგნების 300-მდე თარგმანს, ქართველი მწერლები კი მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა შეხვედრაში. მათივე ინფორმაციით, 300 წიგნიდან 130 წიგნი გერმანულ ენაზე იქნება თარგმნილი. ბაზრობაზე კი 50 ქართველი მწერალი წარდგება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში 400-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი გერმანიის, ავსტრიის და შვეიცარიის სხვადასხვა ქალაქში.

საქართველოს პავილიონის ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ აქ, ხოლო ვრცლად ქართული პროგრამის შესახებ, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი