როგორ გამოიყურება საქართველოს პავილიონი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე – ფოტოები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც 10-14 ოქტომბერს გაიმართება, საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსი და პავილიონი აქვს. პავილიონზე, რომელიც 180 კვ. მეტრს იკავებს, საქართველო Georgia Made by Characters კონცეფციით წარდგება.

წიგნის ცენტრის ცნობით, საქართველო წარადგენს ქართული წიგნების 300-მდე თარგმანს, ქართველი მწერლები კი მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა შეხვედრაში. მთარგმნელობით ნაწილს წიგნის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელობს, ხოლო არამთარგმნელობით ნაწილს- კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები.

ქართული პავილიონი ფრანფკურტის წიგნის ბაზრობაზე. ფოტო: კულტურის სამინისტრო

მათივე ინფორმაციით, 300 წიგნიდან 130 წიგნი გერმანულ ენაზე იქნება თარგმნილი. ბაზრობაზე კი 50 ქართველი მწერალი წარდგება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში 400-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი გერმანიის, ავსტრიის და შვეიცარიის სხვადასხვა ქალაქში.

ვრცლად ქართული პროგრამის შესახებ, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან