ახალი ამბები

უკრაინის დელეგაციის წევრი PACE-ში ხელთათმანებით მივიდა

9 ოქტომბერი, 2018 • 1233
უკრაინის დელეგაციის წევრი PACE-ში ხელთათმანებით მივიდა

უკრაინის დელეგაციის წევრი ალექსო გონჩარენკო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სხდომაზე, სადაც რუსეთისთვის სანქციების გაუქმებაზე მსჯელობენ, ხელთათმანებით მივიდა.

უკრაინელი დეპუტატის თქმით, ის შიშობს, რომ თუ რუსეთის დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნდება, საჭირო გახდება ქიმიური და რადიაციული ნივთიერებებისგან თავდაცვითი აღჭურვილობა. გონჩარენკომ ხელთათმანებით მისცა ინტერვიუ ტელეკომპანია “რასიას”.

“მე მეშინია, თქვენ მოგიახლოვდეთ ქიმიური ხელთათმანების გარეშე. მას შემდეგ, რაც რუსეთმა გააკეთა სოლსბერიში, როცა მთელ მსოფლიოში, ქუჩებში წამლავს ადამიანებს, თუ აქ შემოვუშვებთ რუსეთის წარმომადგენლებს, ასევე საჭირო იქნება რადიაციისგან დაცვის კოსტუმი. თქვენ პოლონიუმისა და “ნოვიჩოკის” გამოყენებაც გიყვართ”, – მიმართა მან რუსეთის ტელევიზიის წარმომადგენელს.

უკრაინელმა დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს არ დაუჭერს რუსეთისთვის სანქციების გაუქმებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი