ახალი ამბებირეკლამა

ზურაბიშვილი: რუსთავს აქვს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელ ეკონომიკაში

9 ოქტომბერი, 2018 • 1295
ზურაბიშვილი: რუსთავს აქვს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელ ეკონომიკაში

 საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.დღეს, სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში რუსთავში და გარდაბანში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.

 “ეს ადგილი არის არაჩვეულებრივი, ამ ადგილს აქვს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელ ეკონომიკაში“, – ამის შესახებ პრეზიდენტობისდამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთავში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში რუსთავის განვითარებაზე იზრუნებს. „ერთად უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება რუსთავის განვითარება. ესადგილი არის არაჩვეულებრივი, ამ ადგილს აქვს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელ ეკონომიკაში. თუ, რამე არის საჭირო დაწარმატებული დღევანდელ მსოფლიოში, ეს არის რუსთავის ლოჯისტიკური ადგილმდებარეობა, რაც კავკასიის ერთ-ერთ ცენტრად ქმნის. ამაზე უნდა ვიფიქროთ, თუროგორ უნდა განვავითაროთ ეს მიმართულება. შემდეგ ამ ყველაფერში ჩავრთავთ მთავრობას, პარლამენტს, უცხოელ ინვესტორებს, უცხოელ პარტნიორებს,რომლებთანაც მე მექნება ურთიერთობა. ეს არის ის, როგორც მე წარმომიდგენია პრეზიდენტი, არა მხოლოდ გაუთავებელ დებატებში ჩართული, არამხოლოდვეტომდებელი, არამედ თქვენთან ერთად ფიქრში, თუ როგორ განვავითაროთ ქვეყანა“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელი, სოზარ სუბარი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე დაპარლამენტის წევრები, პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი