ახალი ამბებირეკლამა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ NGO-ებს სასამართლოს რეფორმაზე საკუთარი ხედვა გააცნო

9 ოქტომბერი, 2018 • 1408
გაერთიანებულმა ოპოზიციამ NGO-ებს სასამართლოს რეფორმაზე საკუთარი ხედვა გააცნო

გაერთიანებულმა ოპოზიციამ – „ძალა ერთობაშიაარასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო, რომელიც სასამართლო ავტორიტეტის აღდგენას გულისხმობს.

უფრო კონკრეტულად კი, ძალა ერთობაშიას“ ინიციატივა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მეორე ინსტანციის სასამართლოებში უცხოელი მოსამართლეების მოწვევასა და არბიტრაჟის დაფუძნებას გულისხმობს.  

ყველამ ვიცით, რომ მაფიოზურმა კლანმა ბოლომდე ჩამოშალა სასამართლო სისტემა. ჩვენ მომზადებული გვაქვს სრულიად არასტანდარტული და ინოვაციური მიდგომები, როგორ შევქმნათ სწრაფად სამართლიანი მართლმსაჯულება ქვეყანაში, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს გარანტირებული თავისი უფლების დაცვა სასამართლოს მეშვეობით,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი