ბილაინმა iPhone X🅂-ისა და iPhone X🅂 Max-ის გაყიდვა დაიწყო

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, ბილაინის მაღაზიებსა და ვებგვერდზე: www.beeline.ge ახალი iPhone X🅂-ისა და iPhone X🅂 Max-ის გაყიდვას იწყებს. სმარტფონის შეძენა შესაძლბელია როგორც ერთჯერადი გადახდით, ისე 12, 18 და 24 თვიანი განვადებით.

Apple-ის სმარტფონის ყიდვისას მომხმარებელი ბილაინისგან საჩუქრად იღებს 64GB-დან 256GB-მდე მობილურ ინტერნეტს, ტელეფონის მეხსიერების მოცულობის მიხედვით. მობილური ინტერნეტი მომხმარებელს ერიცხება პროპორციულად, 1 წლის განმავლობაში, ან განვადების ხანგრძლივობის მიხედვით.

ბილაინი   უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ისარგებლოს 24 თვიანი განვადებით. განვადებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ბილაინის მაღაზიებში, ისე ვებგვერდიდანაც www.beeline.ge. ამასთან, განვადების ყოველთვიურად დაფარვა მომხმარებელს პირდაპირ საკუთარი მობილურის ბალანსიდან შეუძლია და არ ჭირდება ბანკში მისვლა.

ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს 6 მოდელს:

  • iPhone X🅂 Max 64GB Space Grey: 3,899₾; 24 თვიანი განვადებისას – თვეში 180,37₾
  •  iPhone X🅂 Max 64GB Silver: 3,899₾; 24 თვიანი განვადებისას – თვეში 180,37₾
  •  iPhone X🅂 Max 256GB Space Grey: 4,399₾; 24 თვიანი განვადებისას – თვეში 204,12₾
  •  iPhone X🅂 64GB Space Grey: 3,499₾; 24 თვიანი განვადებისას – თვეში 163,93₾
  •  iPhone X🅂 64GB Silver: 3,499₾; 24 თვიანი განვადებისას – თვეში 163,93₾
  •  iPhone X🅂 64GB Gold: 3,499₾; 24 თვიანი განვადებისას – თვეში 163,93₾

შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ:

შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში VEON-ი, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. „ვიონი საქართველო“ ასევე წარმოადგენს პერსონალური ინტერნეტპლატფორმა VEON-ის ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი