2018 წელს 5472 შემაკავებელი ორდერი გაიცა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლო 9 თვეში 5472 შემაკავებელი ორდერი გაიცა.

როგორც უწყება აღნიშნავს, მიუხედავად ორდერების გაზრდილი რაოდენობისა, შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევები. კერძოდ, 2018 წლის სექტემბერში (რისკის შეფასების ინსტრუმენტის ამოქმედების შემდეგ) შემაკავებელი ორდერების დარღვევის მაჩვენებელ  4% იყო. შედარებისთვის, 2017 წლისთვის ეს მაჩვენებელი 9%-ს უდრიდა.

ამასთანავე, უწყების თქმით, გაიზარდა ოჯახში დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მიმართვიანობა, გაზრდილია გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2018 წლის 9 თვეში გამოძიება 4 339 საქმეზე დაიწყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან