ახალი ამბები

მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს

9 ოქტომბერი, 2018 • 5197
მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს

29 სექტემბერს რუსი სამხედრობის მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხიდან პირობით გაათავისუფლეს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო რეს-ის ცნობით, ოთინაშვილი ლენინგორის [ახალგორი] სასამართლომ დამნაშვედ ცნო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, 1 წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა და ციხიდან გაათავისუფლა.

ოსური მედიის ცნობითვე, მაია ოთინაშვილს ქართულ მხარეს დღეს, 9 ოქტომბერს ერნგეთში დაგეგმილ შეხვედრაზე გადასცემენ.

სამი არასრულწლოვნის დედა, საქართველოს მოქალაქე მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დილით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გაიტაცეს. მაია ოთინაშვილი ცხინვალში რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო გადაკვეთა] არის ბრალდებული.

ქართული მხარის, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებების შემდეგ, ოთინაშვილი ცხინვალის იზოლატორში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმაც (წჯსკ) მოინახულა. რამდენიმე დღის განმავლობაში მაია ოთინაშვილის დაკავების შესახებ ქართული მხარე განცხადებებს აკეთებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი