ახალი ამბები

11 ოქტომბრიდან ქუთაისიდან ვენის მიმართულებით Wizz air რეგულარულ ფრენას იწყებს

9 ოქტომბერი, 2018 • 8169
11 ოქტომბრიდან ქუთაისიდან ვენის მიმართულებით Wizz air რეგულარულ ფრენას იწყებს

11 ოქტომბერს ქუთაისსა და ავსტრიას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air ქუთაისიდან ვენის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს.

პირველი რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით 07:25 საათზე შესრულდება. რეგულარული ფრენები კი კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავსტრია რიგით მე-15 ქვეყანა და 21- მიმართულებაა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები სრულდება.

11 ოქტომბერს, 15:00 საათზე ვენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი თვითმფრინავი დაეშვება. საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საზეიმო დახვედრა გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი