ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსი გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსი გამარჯვებით დაიწყო – ქართველმა ჩოგბურთელმა დენის შაპოვალოვი 2 სეტში 6:2, 6:2 დაამარცხა.

შემდეგ რაუნდში ნიკას მეტოქე ალექსანდრ ზვერევი იქნება.

შანხაი მასტერსი ერთადერთი 1000-ქულიანი ATP ტურნირია, რომელიც ევროპასა ან ჩრდილოეთ ამერიკაში არ იმართება. ტურნირი 6 ოქტომბერს დაიწყო და 14 ოქტომბერს დასრულდება.

  • ჩინეთის ღია პირველობაზე ჩემპიონობის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგში 11 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მსოფლიოს 23-ე ჩოგანია. დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში მსგავსი შედეგი არცერთ ქართველ ჩოგბურთელს არ ჰქონია.
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით ასპარეზობდა ამერიკის ღია პირველობაზე, სადაც რაფაელ ნადალთან დამარცხდა, ხოლო რამდენიმე თვით ადრე ქართველმა ჩოგბურთელმა ჰამბურგში გამართული ATP ტურნირი მოიგო.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.