თბილისში უკანონო სახერხი აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა თბილისში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

როგორც დეპარტამენტი აცხადებს, გოთუას ქუჩაზე მოქალაქეს ორი ერთეული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ჰქონდა დენის წყაროზე მიერთებული. საამქროში კაკლის სახეობის 38 ერთეული მორი და 6 მ3-მდე სხვადასხვა სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი –  ფიცარი იყო განთავსებული.

სახერხი საამქრო და მასში განთავსებული ხე-ტყე დაილუქა. შედგა შესაბამისი აქტი, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით  შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს გადაეგზავნა. სამმართველომ გამოძიება  287-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევას გულისხმობს. დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.