ახალი ამბები

ყოფილ მეუღლეზე ძალადობა-მუქარაში ბრალდებულს 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

8 ოქტომბერი, 2018 • 1235
ყოფილ მეუღლეზე ძალადობა-მუქარაში ბრალდებულს 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ყოფილ მეუღლეზე ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის თანახმად, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 27 მაისს ვ.ა-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით დაემუქრა.

პოლიციამ ვ.ა. 28 მაისს დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი