აშშ-ში რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას ქონება გაყინეს

ფედერალებმა გაყინეს რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას ქონება აშშ-ში, მათ შორის მისი 42.5$ მლნ-ად შეფასებული სასახლე ნიუ-იორკში, წერს გამოცემა Daily Beast.

მილიარდერი ბიზნესმენი დაახლოებულია პოლ მანაფორტთან, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელთან, რომელიც გადასახადებისათვის თავის არიდებასა და თანხის დამალვაში დამნაშავედ ცნეს აშშ-ში.


დერიპასკა, რომელმაც ძირითადად ალუმინის ბიზნესით დააგროვა ქონება, ასევე ახლოსაა ვლადიმირ პუტინთან და შესაძლოა გარეული იყოს მკვლელობის, ფულის გათეთრების, ქრთამის აღების და რეკეტის საქმეებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com