ახალი ამბები

7 სამინისტროში კადრების რაოდენობა მცირდება, ანაზღაურება იზრდება – IDFI

8 ოქტომბერი, 2018 • 1418
7 სამინისტროში კადრების რაოდენობა მცირდება, ანაზღაურება იზრდება – IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, იმ სამინისტროებში, რომლებშიც 2018 წელს განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები, თანამშრომელთა რაოდენობის კლების მიუხედავად შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა იზრდება.

ამასთან, პროექტის მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, 7 სამინისტროში თანამშრომელთა რაოდენობა 3 207-ით მცირდება, თუმცა 6.8 მილიონი ლარით იზრდება შრომის ანაზღაურების ხარჯები.

IDFI-ის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, 2018 წლის გეგმასთან შედარებით, დაახლოებით 19%-ით მცირდება თანამშრომელთა რაოდენობა, ხოლო შრომის ანაზღაურების ხარჯი 2%-ით იზრდება.

იგივე ვითარებაა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც, სადაც ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 13%-ით იკლებს, ხოლო შრომის ანაზღაურების ხარჯი 12%-ით იზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი