ახალი ამბები

სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობის მინა დააზიანეს – სსე

8 ოქტომბერი, 2018 • 2093
სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობის მინა დააზიანეს – სსე

ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობის მინა დაზიანდა. როგორც ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურში უთხრეს, თანამშრომლებს მინა დილით დაზიანებული დახვდათ.

მათივე თქმით, დაზიანების შემჩნევისთანავე პოლიციას დაუკავშირდნენ . გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს. როგორც პრესსამსახურმა განმარტა, ამ დროისთვის მიმდინარეობს მინის დემონტაჟი.

 

კიდე ჩამოვარდა მინა კოლმეურნეობაზე???
ნამსხვრევებითაა სავსე ყველაფერი

Posted by Nikoloz Humanoidi on Monday, October 8, 2018

ეს სწორედ ის შენობაა, რომლის ფასადიდან 28 თებერვალს, შუშის ჩამოვარდნის შედეგად, მძიმედ დაშავებული 13 წლის  ბავშვი გარდაიცვალა და დაშავდა კიდევ 5 ბავშვი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი