ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს

8 ოქტომბერი, 2018 • 3595
რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს

რუსეთი ქართველ პარტნიორებს აფრთხილებს, რომ საერთაშორისო ტრიბუნებიდან თბილისის მხრიდან განხორციელებული არამეგობრული ქმედებები საფრთხის წინაშე აყენებს 2012 წელს დაწყებული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაზეთ “იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა.

კარასინი აცხადებს, რომ “თბილისი კვლავაც არ ცდილობს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას”, საერთშორისო მოედნებზე რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ გამოსვლებს აგრძელებს და NATO-ს სტრატეგიაში მონაწილეობს.

“პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ ასეთი ქცევა საფრთხის წინაშე აყენებს 2012 წელს დაწყებული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს, რომლის ნაყოფითაც დღეს ორივე მხარის მოქალაქეები სარგებლობენ”.

მისივე თქმით, დღესდღეობით სახეზეა პროგრესი  რუსეთსა და საქართველოს შორის საგარეო სავაჭრო და ტრანსპორტის სფეროებში და ასეთ პირობებში არ არის გამორიცხული უვიზო რეჟიმის შემოღება რუსეთის მხრიდანაც. თუმცა კარასინი ამბობს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ხელის შემშლელი ფაქტორია.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ გაწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი