ახალი ამბები

ინტერპოლის პრეზიდენტი ჩინეთში დაკავების შემდეგ გადადგა

8 ოქტომბერი, 2018 • 1897
ინტერპოლის პრეზიდენტი ჩინეთში დაკავების შემდეგ გადადგა

ინტერპოლის პრეზიდენტი მენგ ჰონ ვეი ჩინეთში დაკავების შემდეგ პოსტიდან გადადგა. ინტერპოლმა პრეზიდენტის გადადგომა კვირას, 7 ოქტომბერს დაადასტურა.

როგორც ორგანიზაცია აცხადებს, მენგის განცხადება ძალაში მიღებისთანავე შევიდა, თუმცა ნათელი არ იყო, მიიღო თუ არა პრეზიდენტმა გადაწყვეტილება რაიმე სახის წნეხის ქვეშ.

ჩინეთმა 7 ოქტომბერს დაადასტურა , რომ ინტერპოლის “დაკარგული” პრეზიდენტი მენგ ჰონ ვეი მათ ჰყავთ დაკავებული, იუწყება BBC.

პენიკი აცხადებს, რომ ჰონ ვეი დაკავებულია ჩინეთის ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში. მათ არ დაუკონკრეტებიათ, ზუსტად რას ედავებიან ინტერპოლის პრეზიდენტს.

მის შესახებ ოჯახს 25 სექტემბრის შემდეგ არაფერი სმენოდა. საფრანგეთის პოლიციამ ინტერპოლის პრეზიდენტის დაკარგვის საქმის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰონვეის მეუღლემ მისი დაკარგვის შესახებ პოლიციას აცნობა.

ინტერპოლის შტაბბინა საფრანგეთში, ქალაქ ლიონში მდებარეობს. ჰონგვეი სწორედ აქედან გაემგზავრა თავის სამშობლოში, ჩინეთში.
მისმა მეუღლემ, გრეის მენგმა განაცხადა, რომ დაკარგვამდე ქმარმა დანის ემოჯი გამოუგზავნა, რაც ცოლმა საფრთხის სიმბოლოდ მიიჩნია.

წყარო: Washington Post

 

მასალების გადაბეჭდვის წესი