ახალი ამბები

შსს: tv3–ის გადამღები ჯგუფის წევრები რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს

15 აპრილი, 2014 • • 1285
შსს: tv3–ის გადამღები ჯგუფის წევრები რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს

“გიდასტურებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს TV3–ის გადამღები ჯგუფი, შსს–მ უკვე ჩართო ევროკავშირის მონიტორინგის მისია, ისინი გავაფრთხილეთ ცხელი ხაზის მეშვეობით, ასეევ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტი და ორგანიზაცია, დამატებით ინფორმაციას გავავრცელებთ”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

 

TV3-ის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერის, ეკა ქარდავას ინფორმაციით, მათი სამი თანამშრომელი გორის რაიონის სოფელ აძვში დააკავეს:

 

“ესენი არიან ბელა ზაქაიძე – ჟურნალისტი, ვახო ლეკიაშვილი – ოპერატორი და მიხეილ მიხოევი – ჩართვის ოპერატორი.  5-საათიან გამოშვებაში ჩართვა უნდა გვქონოდა, რამდენიმე წუთით ადრე გადმოაგორეს მასალა, ამის შემდეგ გაწყდა კონტაქტი, ტელეფონზე ზარი გადის, მაგრამ არ გვპასუხობენ. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დააკავეს, გვაქვს მძღოლისგან, რომელიც ასევე იქ იმყოფებოდა”, – განაცხადა ეკა ქარდავამ.

 

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ ცხინვალშიც. საინფორმაციო სააგენტო “რეს”–ის ინფორმაციით, ჟურნალისტების საზღვარი დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი