ახალი ამბები

ინტერპოლის “დაკარგული” პრეზიდენტი ჩინეთშია დაკავებული

7 ოქტომბერი, 2018 • 4660
ინტერპოლის “დაკარგული” პრეზიდენტი ჩინეთშია დაკავებული

ჩინეთი ადასტურებს, რომ ინტერპოლის “დაკარგული” პრეზიდენტი მენგ ჰონვეი მათ ჰყავთ დაკავებული, იუწყება BBC.

პენიკი აცხადებს, რომ ჰონვეი დაკავებულია ჩინეთის ანტი-კორუფციული გამოძიების ფარგლებში. მათ არ დაუკონკრეტებიათ, თუ ზუსტად რას ედავებიან ინტერპოლის პრეზიდენტს.

მისგან ოჯახს 25 სექტემბრის შემდეგ არაფერი სმენოდა. საფრანგეთის პოლიციამ ინტერპოლის პრეზიდენტის დაკარგვის საქმის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰონგვეის მეუღლემ მისი დაკარგვის შესახებ პოლიციას აცნობა.

ინტერპოლის შტაბბინა საფრანგეთში, ქალაქ ლიონში მდებარეობს. ჰონგვეი სწორედ აქედან გაემგზავრა თავის სამშობლოში, ჩინეთში.

მისმა მეუღლემ, გრეის მენგმა, განაცხადა, რომ დაკარგვამდე ქმარმა დანის ემოჯი გამოუგზავნა, რაც ცოლმა საფრთხის სიმბოლოდ მიიჩნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი