ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ნურსისტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა

14 აპრილი, 2014 • • 1708
აზერბაიჯანში ნურსისტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა

ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით საინფორმაციო პორტალი “კავკაზსკი უზელი” იუწყება. ოფიციალური ინფორმაციითვე, დაკავებულები უკვე გაათავისუფლეს.


შსს-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანში, იასამალის რაიონში პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ სახლში ნურსისტების რელიგიური დაჯგუფების 41 წევრის შეკრება იგეგმებოდა. 

 

ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ სახლში სამძებრო ღონისძიებების დროს სამართალდამცავებმა კანონით აკრძალული, რელიგიური პროპაგანის შინაარსის ლიტერატურა, კომპიუტერული აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები, 2 200 აშშ დოლარი აღმოაჩინეს და 41 წევრიდან 39 დააკავეს.

 

აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, რელიგიური შინაარსის მასალებისა და ლიტერატურის უკანონო წარმოება, შემოტანა, გაყიდვა და გავრცელება ისჯება კანონით და ითვალისწინებს ჯარიმას 5-დან 9 ათასამდე აზერბაიჯანული მანათის (6-12 ათასი აშშ დოლარი) ოდენობით, ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე. 

 

აზერბაიჯანში აღნიშნული რელიგიური დაჯგუფების სამართლებრივი დევნის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი