ახალი ამბები

ელიავას ბაზრობაზე რკინის საამქროს ცეცხლი გაუჩნდა[ვიდეო]

6 ოქტომბერი, 2018 • 1990
ელიავას ბაზრობაზე რკინის საამქროს ცეცხლი გაუჩნდა[ვიდეო]

განახლება: ცეცხლი საამქროს ტერიტორიაზე სრულად ლიკვიდირებულია.

თბილისში, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე რკინის საამქროს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება.

ხანძარი ადგილზე, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ გაჩნდა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 200 კვ.მ. ფართი.

როგორც “ნეტგაზეთს” უწყებაში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი