ახალი ამბებირეკლამა

m² იპოდრომთან 2 ოფიციალურად გაიხსნა ბინების ჩაბარებები კი დეგეგმილზე ადრე დაიწყო

5 ოქტომბერი, 2018 • 2325
m² იპოდრომთან 2 ოფიციალურად გაიხსნა ბინების ჩაბარებები კი დეგეგმილზე ადრე დაიწყო

-მა ახალი საცხოვრებელი კომპლექსის, იპოდრომთან 2 -ის მშენებლობის დაწყების შესახებ 2015 წლის ივლისში განაცხადა და სამშენებლო სამუშაოებიც ამავე წელს დაიწყო. ნაცვლად 2018 წლის ოქტომბრისა, კომპანიამ 800-მდე ოჯახისთვის სარემონტო სამუშაოების დაგეგმილზე ადრე, ეტაპობრივად ჩაბარება 23 აგვისტოს დაიწყო, 4 ოქტომბერს კი, საცხოვრებელი კომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა.

კომპლექსი იპოდრომთან 2 გ. კარტოზიას 10 ნომერში მდებარეობს. პროექტს გამოარჩევს მისი მოსახერხებელი და მიმზიდველი მდებარეობა. უსაფრთხოების მიზნით, კომპლექსი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, მათ შორის სადარბაზოებში დამონტაჟებული ხანძარმედეგი კარებით. კომპლექსი 23%-მდე ენერგოეფექტურია, რაც მობინადრეებს შესაძლებლობას აძლევს დაზოგონო კომუნალური ხარჯები. აღსანიშნავია, რომ კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

m² იპოდრომთან 2 ოფიციალურად გაიხსნა

m² იპოდრომთან 2 ოფიციალურად გაიხსნა

კომპლექსის ერთ-ერთ უპირატესობაა 4-დონიანი ავტოსადგომი, რომელიც ბინების რაოდენობის შესაბამისად არის დაგეგმარებული. ანტონოვსკაიასა და კარტოზიას ქუჩების მხრიდან გათვალისწინებულია კომერციული ფართები სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებისათვის, რაც კომპლექსის მაცხოვრებლებისათვის დამატებითი კომფორტს შექმნის.

კომპლექსში განთავსებულია 2-სართულიანი თანამედროვე საბავშვო ბაღი. ასევე, პირველ და მეორე კორპუსებს შორის მოწყობილია გამწვანებული სათამაშო და დასასვენებელი ზონები, სპორტული მოედანი. იპოდრომთან 2-ის მაცხოვრებლებს სრულად გარემონტებულ ბინებში დახვდებათ იტალიური სამზარეულო ჩაშენებული გაზქურით, ღუმელითა და გამწოვით. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ბინის მფლობელს შესაძლებლობა ჰქონდა, თავად შეერჩია ინტერიერის დიზაინი და სარემონტო მასალები მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.

m² იპოდრომთან 2 ოფიციალურად გაიხსნა

m² იპოდრომთან 2 ოფიციალურად გაიხსნა

კომპლექსის შესახლების შემდგომი მომსახურება ითვალისწინებს 24-საათიან დაცვას, სადარბაზოების, ლიფტებისა და ეზოს დასუფთავებას, გამწვანების მოვლას, ასევე გაქირავების კომფორტულ მომსახურებას კომპანია – m2 რენტის მიერ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი იპოდრომთან 2 დაფინანსებული იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის – IFC -ის (7.5 მილიონ აშშ დოლარი) და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული ფონდის Green for Growth Fund – GGF -ის (7.5 მილიონი აშშ დოლარი) მიერ. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 60.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. კომპლექსში ბინების 98% უკვე გაყიდულია.

იპოდრომთან 2 კომპანიის მიერ განხორციელებული მე-8 წარმატებული და ყველაზე მასშტაბური პროექტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი