ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო გუნდი „დინამო“ იყიდა

საკალათბურთო გუნდი „დინამო“ და მისი საწვრთნელი ბაზა  ქართველმა სპორტსმენმა, NBA-ის კლუბ “დეტროიტ პისტონსის“ კალათბურთელმა – ზაზა ფაჩულიამ შეიძინა.

ინფორმაციას ამის შესახებ “საქართველოს ბანკი” ავრცელებს, რომელიც აღნიშნულ კლუბს  პატრონაჟს რვა წლის განმავლობაში უწევდა და კლუბის მხარდაჭერას კიდევ ორი წლის განმავლობაში გააგრძელებს.

ფაჩულიას თქმით, კლუბ “დინამოსა”  და მისი საწვრთნელი ბაზის ფლობა საშუალებას მისცემს, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა პროფესიონალ კალათბურთელებად აღზარდოს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.