ახალი ამბები

თბილისობაზე ჭაჭის შადრევანი გაიხსნება – Chacha time

5 ოქტომბერი, 2018 • 5309
თბილისობაზე ჭაჭის შადრევანი გაიხსნება – Chacha time

ბარი Chacha time აცხადებს, რომ თბილისობის დღეებში ჭაჭის შადრევანს აამუშავებს. ბარი ამტკიცებს, რომ სადღესასწაულო დღეებში, 14:00-დან 23:00 საათამდე, ყოველ საათში 10 წუთის განმავლობაში შადრევნიდან ჭაჭა წამოვა და ადამიანებს უფასოდ შეეძლებათ მისი დაგემოვნება.

“ჭაჭის შადრევანი ამუშავდება თბილისში ქალაქის დღის – “თბილისობის” ზეიმობის წინადღეს. ალკოჰოლური წყარო დაიწყებს მუშაობას 6 ოქტომბერს მისამართზე: გერონტი ქიქოძის ქუჩა 5, რესტორან Chacha time-ის მახლობლად. ეს მუზეუმ-ბარის შემქმნელთა კერძო ინიციატივაა. იდეის ავტორთა ჩანაფიქრით შადრევანი იმუშავებს სადღესასწაულო დღეებში, 14:00-დან 23:00 საათამდე, ყოველ საათში 10 წუთის განმავლობაში. მომავალში, თუ ეს ახალი ღირსშესანიშნაობა გახდება მოთხოვნადი დედაქალაქის მაცხოვრებელთა და სტუმართა შორის, მეწარმეები არ გამორიცხავენ ჭაჭა-შადრევნის ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას”, – ნათქვამია ბარის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი